Sunday, September 4, 2011

პროექტი ფრანგი პოეტები

პროექტის  სახელწოდება:  ფრანგი  პოეტები.
პროექტის  მთავარი იდეა / თემა /   1–2წინადადებით  : პროექტში  მონაწილე  მოსწავლეები  გაეცნობიან  ფრანგულ  ლიტერატურას,  კერძოდ, ფრანგ  პოეტებს. მოიპოვებენ  მასალებს მათი  ბიოგრაფიისა და შემოქმედების  შესახებ  და ამუშავებენ  მოპოვებულ  ინფორმაციას.
პროექტის  აქტუალობა:   გაეცნობიან  თანამედროვე  ფრანგ   პოეტებს მათ  შემოქმედებას.  გამოიყენებენ თანამედროვე  ტექნოლოგიებს;  კომპიუტერი.
პროექტის  მიზნები:      მოიძიონ  მასალა ფრანგ  პოეტებზე,  გააკეთონ  თარგმანები, პრეზენტაცია,  ფოტოალბომი,  ბლოგი. გაიღრმავონ კომპიუტერთან  მუშაობის  უნარჩვევები.
მონაწილეთა  ასაკი: XI -XII  კლასის  მოსწავლეები.  თუ  სურვილი  ექნებათ, მასწავლებლებიც.
ვადები/ ხანგრძლივობა:   5თვე  / დეკემბერიაპრილი /.
მოსალოდნელი  შედეგები /პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:  მოძიებული  მასალა,  თარგმანები,  ჩანაწერები,  პრეზენტაცია, ფოტოალბომი, ბლოგი.  მოსწავლეები  შეძლებენ გაიუმჯობესონ კვლევაძიების  უნარი, დახვეწონ  ჯგუფში  მუშაობა,  თანამშრომლობა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  წიგნები, ჟურნალები, ფურცლები, პასტა, ფოტოაპარატი,  კომპიუტერი, პროექტორი,  დაფა.
პროექტის  მსვლელობა / ძირითადი  აქტივობები /: პროექტის  მონაწილე  მოსწავლეები  დაიყოფიან  ჯგუფებად და გაინაწილებენ დავალებებს, მოიძიებენ ინფორმაციას  ფრანგი პოეტების  შესახებ  ბიბლიოთეკასა და  ინტერნეტში,  გამოიკვლევენ  მათ  შემოქმედებას, დაამუშავებენ  მოპოვებულ  მასალას,  შეაგროვებენ  ფოტოსურათებს და  განათავსებენ  ვებ  გალერეაში. გააკეთებენ  პრეზენტაციას, გამოუშვებენ  კედლის  გაზეთს,  ნამუშევრებს  განათავსებენ  ბლოგში.
საგნებთან /საგნობრივ  ჯგუფებთან/  ესგსთან  კავშირი: პროექტის  მონაწილენი  გაიუმჯობესებენ ზეპირმეტყველებისა და წერის / ლიტერატურულსტილისტურ / უნარებს სხვადასხვა  საგნებში.  ფრანგულ  ენაში: გაიუმჯობესებენ კითხვის  და თარგმნის   უნარს,  აითვისებენ ახალ  ლექსიკურ  მასალას, თარგმნიან  მოძიებულ  ინფორმაციებს.  ისტორია: გაეცნობიან  ამ  პოეტების მოღვაწეობის  ხანას, იმ  ქვეყანას,  სადაც  ისინი  ცხოვრობდნენ,  რა  ისტორიულმა  მოვლენებმა მოახდინეს  ამ  პოეტებზე  გავლენა. ხელოვნება: შეძლებისდაგვარად  დახატავენ ამ პოეტების   პორტრეტებს ან  მათი  ნაწარმოებების   პერსონაჟებს. ქართული  ენა: გაიუმჯობესებ  ენ  მსჯელობის  უნარს,  ისარგებლებენ საოჯახო  და სკოლის  ბიბლიოთეკაში არსებული წიგნებით  და ჟურნალებით.  ისტ:   გაიუმჯობესებენ  კომპიუტერისპროექტორის ფოტოაპარატის  გამოყენების  უნარს.  მოახდენენ მასალების მოპოვებას  და მის  სხვებთან  გაცვლას  კომუნიკაციის  საშუალებების  გამოყენებით .
პროექტის  ხელმძღვანელი:  მზია   კვინიკაძე   
ხელმძღვანელის  ელფოსტა: kvinikadzemzia@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: kvinikadzemzia.blogspot.com

No comments:

Post a Comment